Audio tour გასეირნება ქალაქ გორში
3 sights
- Audio tour Summary
-
Audio tour Summary
Update Required To play the media you will need to either update your browser to a recent version or update your Flash plugin.გორის დამაარსებლად ისტორიული მატიანეების თანახმად გვევლინება მეფე დავით IV აღმაშენებელი (მე-12 ს.) თუმცა ქართულ ისტორიოგრაფიაში გორი მე-7 საუკუნეში იხსენიება, ხოლო არქეოლოგიური მასალები მოწმობენ გორის ადგილზე როგორც გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს ასევე ელინისტური პერიოდის საამშენებლო ფენებს. შუასაუკუნეებში გორი განვითარებული სავაჭრო ქალაქი გახლდათ, მასზე გადიოდა ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი. სწორედ მისი მაღალი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, ქალაქმა გადაიტანა უამრავი შემოსევები, ვინაიდან დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. მე-13 საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. მე-14 საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. მე-18 საუკუნის 40-იან წლებში მოხდა ქალაქის საბოლოო გათავისუფლება დამპყრობლებისაგან. მე-17 საუკუნეში გორში იმოგზაურეს კათოლიკე მისიონერმა კრისტოფორო დე კატელიმ და ფრანგმა მოგზაურმა ჟან შარდენმა რომლებმაც დაგვიტოვეს მაშინდელი გორის ჩანახატები და აღწერილობა.
- 1 ქალაქი გორი
- 2 ერეკლეს აბანო
- 3 ამილახვრების სასახლე

Reviews
Download the free izi.TRAVEL app
Create your own audio tours!
Use of the system and the mobile guide app is free